დიდი დიღომი #1
საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ თბილისში სოფ. დიღომის ტერიტორიაზე. ნაკვეთი მართკუთხა ფორმის არის და მისი ფართი 500კვ.მ-ია.
ზემოაღნიშნულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წინამდებარე პროექტით უნდა განთავსდეს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლი მართკუთხა ფორმის არის და მისი გარე გაბარიტული ზომებია: 7.0X13.1 მ
საცხოვრებელ სახლში გათვალისწინებულია საერთო ოთახი (44.45კვ.მ), სასადილო/სამზარეულო(9.26კვ.მ.), 4 საძინებელი (I-13.6კვ.მ. II-11.58კვ.მ. III-11.34კვ.მ. IV-12.98კვ.მ.) და 2 სანიტარული კვანძი (I-4.52კვ.მ. II-4.43 კვ.მ.) კაბინეტი (10.16კვ.მ).
კონსტრუქციულად საცხოვრებელი სახლი კარკასულია წვრილი საკედლე ბლოკის შემავსებლით; დაფუძნებულია ლენტურ საძირკვლებზე, რკინა-ბეტონის სვეტებსა და კოჭებზე. სართულშუა გადახურვა განხორციელებულია მონოლითური გადახურვის ფილით. საცხოვრებელი სახლის გადახურვა ხდება ხის ნინივებზე მოლარტყვით და თუნუქის ფურცლებით.